მადრიდის “რეალის” უელსელი ნახევარმცველი გარეთ ბეილი მადრიდულ გამოცემა AS-ს ესაუბრა და კიდევ ერთხელ უარყო გავრცელებული ხმები მისი “მანჩესტერ იუნაიტედში” შესაძლო გასავლაზე.
“ეს ამბავი სიმართლეს არ შეესაბამება. მადრიდში ბედნიერი ვარ და კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს, რომელსაც მინდა პატივი ვცე. “რეალის” მაისურთან ერთად კიდევ ბევრი ტიტულის მოგება მსურს”, - განაცხადა ბეილმა.
ბოლო ხანებში უელსელი გარემარბის ინგლისში დაბრუნების შესახებ ხშირად იწერება. გარეთ ბეილი “რეალში” 2013 წელს გადაბარგდა ლონდონური “ტოტენჰემიდან”. მიმდინარე სეზონში 25 წლის ფეხბურთელმა პრიმერადივიზიონში ჩატარებულ 16 შეხვედრაში თავი ათჯერ გამოიჩინა.