კალათბურთი

18:12 | 28.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

პარკერი ევროპის საუკეთესო კალათბურთელია 

ფიბა-ევროპის ოფიციალური ვებ-გვერდზე დასრულდა ევროპის 2014 წლის საუკეთესო კალათბურთელის არჩევა. ევროპის საუკეთესო კალათბურთელი, ზედიზედ მეორე წელია, “სან ანტონიოს” ფრანგი გამთამაშებელი ტონი პარკერი გახდა.

“ეს ჯილდო დიდი პატივია ჩემთვის. ისეთ კალათბურთელებს ვაჯობე, როგორებიც არიან დირკ ნოვიცკი და პოუ გასოლი. დიდი მადლობა ყველას ვინც ხმა მომცა. ვამაყობ, რომ ეს თასი მოვიგე”, განაცხადა პარკერმა.

ევროპის წლის საუკეთესო კალათბურთელის გამოვლენაში გულშემატკივრები და ექსპერტთა ჯგუფი იღებს მონაწილეობას.

ფიბა-ევროპის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული შედეგები:

  1. ტონი პარკერი (საფრანგეთი, “სან ანტონიო”)
  2. მილოშ ტეოდოსიჩი (სერბეთი, ცსკა)
  3. ბორის დიაო (საფრანგეთი, “სან ანტონიო”)
  4. გორან დრაგიჩი (სლოვენია, “ფინიქს სანსი”)
  5. ბოგდან ბოგდანოვიჩი (სერბეთი, “ფენერბახჩე”)
  6. პაუ გასოლი (ესპანეთი, “ჩიკაგო”)
  7. დირკ ნოვიცკი (გერმანია “დალასი”)
  8. სერხიო როდრიგესი (ესპანეთი, “რეალი”)
  9. იონას ვალანჩუნასი (ლიტვა, “ტორონტო”)
  10. ალესანდრო ჯენტილე (იტალია, “მილანი”)

0.11329