ფეხბურთი

17:32 | 28.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლუიშ ფიგუ ფიფას პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

ცნობილი პორტუგალიელი ფეხბურთელი ლუიშ ფიგუ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს იყრის. ამის შესახებ 42 წლის ყოფილმა მოთამაშემ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

“ფეხბურთი ჩემს გულშია. მე ვხედავ რაც ხდება ფიფაში, არამხოლოდ ახლა, არამედ ბოლო წლებში და ეს ნამდვილად არ მომწონს. ფეხბურთი იმაზე მეტს იმსახურებს, ვიდრე ახლა აკეთებენ. მე ვიყავი ბრაზილიაში მუდნიალის დროს და ვიცი რას ფიქრობენ გულშემატკივრები ფიფას შესახებ. იგი ცვლილებებს საჭიროებს და ახლა სწორედ შესაფერისი დროა”, - განაცხადა ფიგუმ.

ლუიშ ფიგუს გარდა, ფიფას პრეზიდენტობისთვის ორგანიზაციის ამჟამინდელი თავკაცი იოზეფ ბლატერი, ცნობილი ფრანგი ფეხბურთელი დავიდ ჟინოლა, ჟერომ შამპანი, ალი ბინ ალ-ჰუსეინი და ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხაელ ვან პრააგი იბრძოლებენ. კანდიდატურების წარდგენის საბოლოო ვადა 29 იანვარს იწურება.

0.142163