კალათბურთი

15:00 | 28.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მილუოკი” გამთამაშებლის ძიებაშია

“მილუოკი ბაქსი”, რომლის ღირსებასაც ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია იცავს, კიდევ ერთი გამთამაშებლის ძიებაშია.

არსებული ინფორმაციით, ვისკონსინელები დ-ლიგაში მოთამაშე გერი ტელტონს აკვირდებიან, რომელიც მიმდინარე სეზონში საშუალოდ 13.2 ქულას და 10.2 პასს აგროვებს. 24 წლის კალათბურთელი შედეგიანი გადაცემების მხრივ, ლიგაში საუკეთესოა.

ამას გარდა, “ბაქსმა”, შესაძლოა, 10-დღიანი საცდელი კონტრაქტი გაუფორმოს მექსიკელ ხორხე გუტიერესს. ეს უკანასკნელი ნბა-ში გასულ სეზონში გამოჩნდა და “ბრუკლინ ნეთსში”, რომელსაც მაშინ მილუოკელთა ახლანდელი დამრიგებელი ჯეისონ კიდი ავარჯიშებდა, რამდენიმე თამაში ჩაატარა.

შემდგომში, გუტიერესი “ფილადელფიას” ღირსებას იცავდა, ხოლო ამჟამად, ტელტონის დარად, დ-ლიგაში, კერძოდ კი ”კანტონ ჩარჯში” ირიცხება.

ცნობილი გახდა ისიც, რომ “ბაქსი” სეზონის ბოლომდე დაიტოვებს ვეტერან ფორვარდ კენიონ მარტინს. აქამდე, მილუოკელებს 37 წლის კალათბურთელთან ორი 10-დღიანი კონტრაქტი ჰქონდათ გაფორმებული და როგორც სჩანს, მის საჭიროებაში დარწმუნდნენ.

მარტინმა ვისკონსინელთა მაისურით 8 მატჩის ჩატარება მოასწრო, მისი საშუალო მონაგარი კი 1.3 ქულა და 1.1 მოხსნაა.

0.115594