ურუგვაის ეროვნული ნაკრების და მილანის “ინტერის” საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელი ალვარო პერეირა ერთწლიანი იჯარის წესით არგენტინულ კლუბ “ესტუდიანტესში” ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია ხუან სებასტიან ვერონის კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
29 წლის მცველი 2014 წლის იანვარში “სან პაულოში” ერთწლიანი განათხოვრების წესით გაუშვეს, ახლა კი “ესტუდიანტესში” გადაბარგდა. პერეირასთვის არგენტინული ფეხბურთი უცხო არაა. ალვარო 2006 წლიდან 2008 წლის ზაფხულამდე “ქუილმესის” და “არგენტინოსის” ღირსებას იცავდა, შემდეგ კი კარიერა ევროპაში გააგრძელა.