ფეხბურთი

12:33 | 28.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მეტალურგმა” ამხანაგურად სტუ-ს სძლია

რუსთავის “მეტალურგმა” საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისთვის მზადების ეგიდით მორიგი ამხანაგური თამაში პირველი ლიგის სტუ-სთან ჩაატარა და 1:0 გაიმარჯვა.

რუსთაველთა მთავარმა მწვრთნელმა ვარლამ კილასონიამ გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:

პირველი ტაიმი: ბედიაშვილი, ლ.მჭედლიშვილი, ნარიმანიძე, ვ.კილასონია, კოტე ხიზანეიშვილი, ლ.ნოზაძე, ტორონჯაძე, სიხარულიძე, ვასაძე, სარიშვილი, სტეფნიაშვილი.

მეორე ტაიმი: ნადირაძე, გულუა, მაისურაძე, პაქსაშვილი, ჯოხაძე, ექვთიმიშვილი, მიქაუტაძე, შალიკაშვილი, ზ.მამასახლისი, ლ.ჩაგელიშვილი, ასათიანი.

განვლილ მატჩში ერთადერთი გიორგი ჯოხაძემ გაიტანა.

თეგებიმეტალურგი
0.112161