თბილისის ჭადრაკის სასახლეში სტარტი აიღო კახი ჩიგოგიძის თასის გათამაშებამ 20 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 7 ტურად ჩატარდება, სატურნირო რეიტინგ-სიას კი ირაკლი ბერაძე (2330) ლიდერობს.
პირველ ტურში ბერაძემ გამარჯვება იზეიმა, საინტერესო კი, ის გახლდათ, რომ 25 პარტიიდან ყაიმით მხოლოდ 2 (!) დასრულდა.