იტალიის სერია A-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა საინტერესო სტატისტიკა დაითვალა და განვლილი 20 ტურის შემდგომ ის მეკარეები გამოავლინა, რომლებმაც ყველაზე მეტი დარტყმა მოიგერიეს. ამ მაჩვენებლით საუკეთესო ბერგამოს “ატალანტას” 21 წლის მეკარე მარკო სპორტიელოა, რომელმაც 20 მატჩში 75 სეივი განახორციელა. მეორე პოზიციას “პალერმოს” ვეტერანი კარის დარაჯი სტეფანო სორენტინო იკავებს 72 სეივით, ხოლო სამეულის ბოლო საფეხურზე “ჯენოელი” მატია პერინია. იტალიის ნაკრების კიპერმა 69-ჯერ იხსნა საკუთარი გუნდი.
პირველი ათეული კი შემდეგნაირად გამოიყურება:
მარკო სპორტიელო (“ატალანტა”) - 75 სეივი – 20 თამაში
სტეფანო სორენტინო (“პალერმო”) - 72 – 20
მატია პერინი (“ჯენოა”) - 69 – 19
ორესტის კარნეზისი (“უდინეზე”) - 67 – 20
ნიკოლა ლეალი (“ჩეზენა”) - 57 – 18
სამირ ჰანდანოვიჩი (“ინტერი”) - 53 – 20
ლუიჯი სეპე (“ემპოლი”) - 52 – 16
რაფაელი (“ვერონა”) - 50 – 13
ანდრეა კონსილი (“სასუოლო”) - 49 – 18
მორგან დე სანკტისი (“რომა”) - 49 – 18
ანტონიო მირანტე (“პარმა”) - 49 – 17