თუ გერმანულ პრესას დავუჯერებთ, “დორტმუნდი” ლონდონის “ჩელსის” შემტევის, ანდრე შიურლეს დამატებას გეგმავს.
დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონის ბოლოს, “დორტმუნდს” გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მარკო როისი დატოვებს. Bild-ის ცნობით, გერმანელებმა მისი შემცვლელის ძებნა უკვე დაიწყეს და ერთ-ერთ კანდიდატად შიურლე განიხილება.
ანდრე შიურლე “ჩელსიში” 2013 წლის ზაფხულიდან თამაშობს. პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში მან 14 მატჩი (5 სასტარტო შემადგენლობაში) ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.