ფეხბურთი

17:22 | 27.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

რუმინული მედია: ჭანტურია სეზონის ბოლომდე “კლუჟში” დარჩება

გიორგი ჭანტურია მიმდინარე სეზონის ბოლომდე რუმინულ “კლუჟში” ითამაშებს, სადაც შარშან იტალიურმა “ვერონამ” გაანათხოვრა. ინტერნეტპორტალ fanatik.ro იუწყება, რომ კლუჟელთა მთავარ მწვრთნელს ეუგენ ტრიჩას შეუძლია სიამოვნებით ხელები იფშვნიტოს, რადგან “ვერონა” ქართველს რუმინულ კლუბში იჯარით გაუშვებს.

“კლუჟის” ხელმძღვანელობამ ჭანტურია კლუბში დარჩენაში დაარწმუნა და 21 წლის შემტევი ნახევარმცველი კონტრაქტს მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმებს.

0.121579