“კლივლენდ კავალიერსის” ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი და “გოლდენ სტეიტ უორიორსის” შემტევი მცველი კლეი ტომპსპონი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გასული კვირის აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების საუკეთესო მოთამაშეებად აღიარეს.
ჯეიმსის დახმარებით, კლივლენდელებმა კვირის 4-ვე მატჩი მოიგეს, ლებრონის საშუალო მონაგარი კი 27.8 ქულა, 6.8 პასი და 2.25 ჩაჭრა გახლდათ. “უორიორსმა” ასევე 4-ვე მატჩში იმარჯვა, რაც შეეხება ტომპსონს, ის საშუალოდ 33.0 ქულას აგდებდა, 38 სამქულიანიადან კი 21 გამოიყენა.
კვირის საუკეთესო მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას პოლ მილსაპი (“ატლანტა”), მონტა ელისი (“დალასი”), ჯეიმს ჰარდენი (“ჰიუსტონი”), დეანდრე ჯორდანი (“კლიპერსი”), ენტონი დევისი (“ნიუ ორლეანი”), კარმელო ენტონი (“ნიუ იორკი”), ერიკ ბლედსოუ, აიზეა ტომასი (ორივე – “ფინიქსი”), კავაი ლენარდი (“სან ანტონიო”) და კაილ ლოური (“ტორონტო”) აცხადებდნენ.