ფეხბურთი

12:42 | 27.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლაციომ” პერეა დაიბრუნა

რომის “ლაციომ” სერია ბ-ს ბინადარ “პერუჯაში” განათხოვრებული კოლუმბიელი ცენტრალური თავდამსხმელი ბრაიან პერეა დაიბრუნა. მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ფეხბურთელი ერთწლიანი იჯარით გაუშვეს, თუმცა ფილიპ ჯორჯევიჩის ტრავმის შემდეგ უკანვე დააბრუნეს.

სერბმა თავდამსხმელმა 24 იანვარს “მილანთან” დაპირისპირების დროს კოჭი მოიტეხა და 3 თვით უქმობა მოუწევს. რომაელები კი ჯორჯევიჩის შემცვლელად პერეას მოიაზრებენ.

21 წლის კოლუმბიელმა “პერუჯას” მაისურით სერია ბ-ში 16 მატჩი ჩაატარა და თავი ერთი გატანილი გოლით გამოიჩინა.

0.11942