იტალიის ნაკრებისა და “პარმას” თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ გუნდთან კონტრაქტი გაწყვიტა. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება.
“საფეხბურთო კლუბი “პარმა” აცხადებს, რომ ორმხრივი შეთანხმების შედეგად, გუნდის ფეხბურთელ ანტონიო კასანოსთან კონტრაქტი შეწყვეტილია”, - ნათქვამია “პარმას” ვებ-გვერდზე.
ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე 32 წლის შემტევი. მის სახელს ტურინის “იუვენტუსსა” და მშობლიურ “ბარისაც” კი უკავშირებენ.
კასანო “პარმაში” 2013 წლიდან ასპარეზობდა და წელიწადნახევრის განმავლობაში სერია A-ში, 34 მატჩში 12 გოლის გატანა მოახერხა.