კალათბურთი

1:17 | 27.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინმა ვარეზელებთან 6 ქულა მიითვალა

იტალიის ჩემპიონატის მე-16 ტურის დასკვნით მატჩში გიორგი შერმადინის “კანტუმ” “ვარეზე” 91:83 დაამარცხა და მე-8 ადგილზე გადაინაცვლა.

ქართველი ცენტრი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 21 წუთში 6 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. შერმადინმა 4-დან 2 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

ისიც ვთქვათ, რომ გიორგის მოედანზე ყოფნის პერიოდში მასპინძლებმა მეტოქეზე 18 ქულით მეტი ჩააგდეს და ეს, საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

კანტუელთა გამარჯვებაში ლომის წვლილი ამერიკელმა დეკუან ჯონსმა დაიდო, რომელმაც 33 წუთში 26 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა.

შერმადინის კლუბმა 7 მოგება და 9 მარცხი მოაგროვა და როგორც აღვნიშნეთ, მე-8 პოზიციას უწია, მომდევნო მატჩს კი 1 თებერვალს, სტუმრად, “სიდიგას აველინოსთან” გამართავს.

0.110745