ლევან ფაცაციას “ნიჟნი ნოვგოროდმა” ვთბ-ლიგაში მორიგი იოლი გამარჯვება იზეიმა. რუსული კლუბი ბელარუსში “ცმოკი-მინსკს” ესტუმრა და 93:79 მოიგო.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 06:03 წუთი გაატარა, რა დროშიც თითო ორქულიანი და სამქულიანი ააცილა და ბურთი ერთხელ დაკარგა.
სტუმართაგან ამერიკელი ტრეი ტომპკინსი გამოირჩა, რომელმაც 24 ქულას 10 მოხსნა წაამატა.
“ნიჟნი ნოვგოროდმა” 14 მოგება და 2 მარცხი მოაგროვა და მე-3 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 1 თებერვალს ისევ სტუმრად ტალინის “კალევთან” ჩაატარებს.