დავით კირკიტაძე, რომელმაც მიმდინარე სეზონი ისრაელის ლეუმით ლიგის (პირველი ლიგა) ტიბერიას “ირონიში” დაიწყო, კარიერას ქუთაისის “ტორპედოში” გააგრძელებს.
22 წლის შემტევმა ნახევარმცველმა კვირას “ტორპედოს” რიგებში ივარჯიშა. მას ქუთაისელთა რიგებში 2010-2011 და 2011-2012 წლების სეზონებში 11 მატჩი ჩაუტარებია.
კარიერის განმავლობაში კირკიტაძეს ასევე “სამტრედიაში”, საჩხერის “ჩიხურაში”, რუსთავის “მეტალურგსა” და “ზუგდიდში” უთამაშია.