ფეხბურთი

15:36 | 26.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხუბუტიას რამდენიმეწუთიანი დებიუტი

საბერძნეთის საფეხბურთო სუპერლიგაში აკაკი ხუბუტიას დებიუტი შედგა.

მე-20 ტურში “კერკირამ” სახლში “ვერიას” 4:0 აჯობა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი მოედანზე 88-ე წუთზე შევიდა, როდესაც მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო.

29 წლის ხუბუტიამ “კერკირასთან” კონტრაქტი 12 იანვარს გააფორმა და კლუბში სეზონის ბოლომდე დარჩება.

0.133038