“ქასიმფაშა”, რომელსაც შოთა არველაძე წვრთნის, თურქეთის საფეხბურთო სუპერლიგის მე-17 ტურში სახლში “ფენერბახჩესთან” 0:3 დამარცხდა.
სტუმართა რიგებში დუბლი ჰოლანდიელმა დირკ კიუიტმა შეასრულა, რომელმაც ანგარიში მე-15 წუთზე გახსნა, ხოლო 69-ეზე “ფენერბახჩე” კიდევ უფრო დააწინაურა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე წერტილი ქანერ ერკინმა დასვა.
“ქასიმფაშა” 23 ქულით 18 გუნდში მე-9 პოზიციაზეა.