კალათბურთი

12:04 | 26.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზაზამ “სან ანტონიოს” 12 ქულა ჩაუგდო

ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი” ტეხასში “სან ანტონიოსთან” 95:101 დამარცხდა. “მილუოკმა” პირველი ტაიმი 55:47 მოიგო, მაგრამ მესამე და მეოთხე პერიოდები ჩემპიონების სასარგებლოდ დასრულდა.

ზაზა სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 24 წუთი დაჰყო. ფაჩულიამ გუნდს 12 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი შესძინა. ქართველმა ცენტრმა 11-დან 5 ორქულიანი ჩააგდო და 2-დან 2 საჯარიმო სროლა გამოიყენა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზაზას ბურთი არცერთხელ დაუკარგავს.

“მილუოკი ბაქსს” 22 მოგება და ამდენივე წაგება დაუგროვდა, ჯეისონ კიდის შეგირდები აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილს იკავებენ.

0.120966