კალათბურთი

1:11 | 26.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯანელიძის ექვსმა ქულამ როზეტოელები მარცხისგან ვერ იხსნა

იტალიის რანგით მე-3 ლიგა A2 სილვერში მოთამაშე გიგა ჯანელიძის “როზეტო” “ბასკეტ რეკანატის” ესტუმრა და 70:84 დამარცხდა. მატჩის ბედი დასკვნით მეოთხედში გადაწყდა, რომელიც მასპინძლებმა 33:21 მოიგეს.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 21:57 წუთში 6 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა. ჯანელიძემ 7-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

როზეტოელებმა 7 მოგების წილ მე-12 მარცხი განიცადეს და 16-გუნდიან ლიგაში მე-14 ადგილზე იმყოფებიან, შემდეგ მატჩს კი 1 თებერვალს, შინ, “პიაჩენტინასთან” გამართავენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114422