ქართველმა დიდოსტატმა ბაადურ ჯობავამ (2727) ჰოლანდიის ქალაქ ვეიკ ან ზეეიში დასრულებული პრესტიჟული ტურნირი მოგებით დაასრულა, თუმცა, ვინაიდან ეს მისთვის მხოლოდ მე-2 გამარჯვება იყო, ბოლო ადგილს მაინ ვერ ასცდა.
დასკვნით მე-13 ტურში ჯობავამ თეთრი ფიგურებით აზერბაიჯანელი ტეიმურ რაჯაბოვი (2734) დაამარცხა და თავი 3.0 ქულას მოუყარა, ბოლოსწინა პოზიციაზე მყოფ ჰოლანდიელ ლუკ ვან ველის (2667) კი ქულით ჩამორჩა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ტურნირის ჩემპიონი მსოფლიო ჩემპიონი მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2862) გახდა, რომელმაც 9.0 ქულა მოაგროვა.
მან ფრანგ მაქსიმ ვაშიე-ლაგრავეს (2757), ჰოლანდიელ ანიშ გირის (2784), ამერიკელ უესლი სოს (2762) და ჩინელ ლირენ დინს (2732) 0.5 ქულით გაუსწრო.