ფოთის “კოლხეთი” განაგრძობს წაუგებელი მატჩების სერიას. ზაზა ინაშვილის შეგირდები ზედიზედ მე-9 მატჩია არ დამარცხებულან. ამჯერად ფოთელებმა ქობულეთში “ჩელე არენაზე” ბათუმის “დინამო” 36-ე წუთზე თამაზ ჟიშკარიანის მიერ გატანილი გოლის წყალობით დაამარცხეს.
“კოლხეთმა” დაასრულა 2015 წელს მოსამზადებელი ეტაპის პირველი ნაწილი და გუნდი 29 იანვარს ანტალიაში გაემგზავრება, სადაც ორკვირიან შეკრებას გაივლის. თურქეთში გუნდი 5 შეხვედრას გამართავს, სავარაუდო მეტოქეები კი ყირგიზული “დარდია”, უნგრული “პეჩი”, ბულგარული “ჩერნო მორე”, ჩეხური “ბრნო” და მოლდოვური “ტირასპოლი” იქნებიან.
დინამო (ბათუმი) – კოლხეთი (ფოთი) 0:1 (0:1)
25 იანვარი. ქობულეთი. “ჩელე არენა”.
დინამო: ალავიძე, ტეტუნაშვილი, მგელაძე, ოკანი, სუხიაშვილი, შონია, ჩირიკაშვილი, ვარშანიძე, მუჯირი, მაქაცარია, ჭკუასელი.
შეცვლაზე შევიდნენ: მამინაშვილი, ჩინბალი, ბაღდავაძე, მუჯირი, სიხარულიძე, სეფიაშვილი, ტატანაშვილი, მახარაძე.
კოლხეთი: სეფიაშვილი, ბეჩეხია, თევზაძე, ჩაკვეტაძე, კაკულია, გიგაური, გოგონაია, გვალია, გუგუშვილი, ჟიშკარიანი, ჯიქია.
შეცვლაზე შევიდნენ: ძაგანია, ბარამიძე, ჩადუნელი, ქორჩილავა, გაბისკირია, გურეშიძე, შენგელია, ამბროლაძე, სიჭინავა, ნარსია, ბასილაია.
გოლები: 0:1 ჟიშკარიანი (36)