ფლორენციის “ფიორენტინას” მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კლუბი არ აპირებს კოლუმბიელი ნახევარმცველ ხუან კუადრადოს გაყიდვას.
ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის ხმები 26 წლის ფეხბურთელის მიმართ ლონდონელთა ინტერესის შესახებ, რის შემდეგაც მონტელამ Football Italia-სთან საუბარში აღნიშნა, რომ კუადრადოს მხოლოდ კონტრაქტით გათვალისწინებული სრული სატრანსფერო საფასურის, 35 მილიონი ევროს გადახდის შემთხვევაში შეელევა.
“კუადრადოსთან დაკავშირებული სიტუაცია მარტივია: ჩვენ გვაქვს კონტრაქტით გათვალისწინებული სატრანსფერო ღირებულება. თუ რომელიმე კლუბი გადაიხდის ამ თანხას და თავად ფეხბურთელიც ისურვებს წასვლას, მაშინ ის წავა. ზემოთნახსენები სატრანსფერო ღირებულების მოქმედების ვადა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებამდე მოქმედებს და ჩვენ არ ვაპირებთ რაიმეს შეცვლას” - განაცხადა მონტელამ.
სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში, კუადრადომ 4 გოლი გაიტანა.