ესპანეთის მე-2 ლიგაში მოთამაშე ბექა ბურჯანაძის “ლეიმა ბასკეტ კორუნამ” “პენას უესკა” მიიღო და 77:74 დაამარცხა.
ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და 24:40 წუთში 10 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
ბურჯანაძემ 5-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2- ჯერ დაუფარეს, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.
ლა კორუნიელებმა 8 მოგება და 10 მარცხი მოაგროვეს და “ლებ გოლდში” მე-10 ადგილზე იმყოფებიან. ქართველი ფორვარდის კლუბი მომდევნო მატჩს 6 თებერვალს, ისევ შინ, ერთ-ერთ ლიდერ “ბრეოგანთან” ჩაატარებს.