ფეხბურთი

14:08 | 25.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

პირლო “კიევოსთან” ვერ ითამაშებს

იტალიის ეროვნული ნაკრების და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი ანდრეა პირლო “კიევოსთან” ჩასატარებელ იტალიის ჩემპიონატის მე-20 ტურის მატჩს გამოტოვებს. როგორც “ბიანკონერის” “თვითერის” ოფიციალური გვერდი იუწყება, 35 წლის ფეხბურთელს სურდო აქვს.

გუშინ 24 იანვარს ვრცელდებოდა ცნობა, თითქოს ვეტერანი ფეხბურთელი გამოჯანმრთელდა და ვერონელების წინააღმდეგ თამაშს შეძლებდა.

ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში “იუვენტუსის” მაისურით ყველა ტურნირზე 16 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემაც შეასრულა.

ტურინელთა და ვერონელთა დაპირისპირება თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

0.115342