Daily Mirror-ის ცნობით "იუვენტუსი" 21 წლის ფრანგი ნახევარმცველის პოლ პოგბას ზაფხულში გაყიდვაზე დაფიქრდა და მის სანაცვლოდ ტურინელები 100 მილიონ ევროს ითხოვენ.
პოგბას შეძენის სურვილი ბევრ კლუბს აქვს, მათ შორის: მადრიდის "რეალი", მანჩესტერ "სიტი" , "პსჟ", "ბაიერნი" ,"ჩელსი" და მანჩესტერ "იუნაიტედი". იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მათგანი მზად იქნება ფრანგ ნახევარმცველში 100 მილიონი ევრო გადაიხადოს "ბებერი ქალბატონები" სიამოვნებით დაიწყებენ მათთან მოლაპარაკებებს.
პოლ პოგბას მიმდინარე სეზონში 16 შეხვედრა აქვს ჩატატებული და 5 გოლი აქვს გატანილი.