მადრიდის "რეალის" პორტუგალიელ სუპერვარსკვლავის კრიშტიანო რონალდუს, შაბათს "კორდობას" ფეხბურთელის მიმართ განხორციელებულ არასპორტულ ქმედებას, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის შესაბამისი კომიტეტი შეისწავლის. Marca-ს ცნობით, 2014 წლის “ოქროს ბურთის” მფლობელი შესაძლოა სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს. რაც იმას ნიშნავს, რომ პორტუგალიელი "სამეფო კლუბის" დახმარებას "სოსიედადის" " სევილიას" და "ატლეტიკოს" წინააღმდეგ ვერ შეძლებს.