სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

22:34 | 24.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი წყალბურთელები ყაზახეთთან დამარცხდნენ

თბილისში საწყლოსნო კომპლექს “ოლიმპიკში” გრძელდება საერთაშორისო ტურნირი წყალბურთში. “გვახარიას თასზე” მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. დღის პირველ შეხვედრაში რუსეთის ნაკრებმა თურქეთის გუნდს სძლია, ხოლო მასპინძელი გუნდი მეორე ტურშიც დამარცხდა.

დღეს ყაზახეთთან შეხვედრაში უპირატესობას თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში სტუმრები ფლობდნენ, თუმცა მატჩის გადარჩენის შანსს საქართველოს ნაკრები ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა. გამომდინარე იქიდან, რომ ყაზახები ძირითადად 1 ან 2 ქულით გვისწრებდნენ, მასპინძელთა მოტივაცია მატულობდა, თუმცა მხოლოდ მოტივაცია საკმარისი არ აღმოჩნდა წარმატების მისაღწევად. საბოლოო შეხვედრა 16:14 ყაზახთა სასარგებლოდ დასრულდა.

საწყლოსნო კომპლექს “ოლიმპიკის” ტრიბუნები გადაჭედილი იყო. გულშემატკივართა ნაწილი კი ფეხზე დამდგარი უყურებდა შეხვედრას.

როგორც მატჩის შემდგომ ქართველმა წყალბურთელმა ზურაბ რურუამ აღნიშნა, “გვახარიას თასის” გათამაშება საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის მოსამზადებელ ციკლად ითვლება და მთავარი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაა. ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრი მატჩები კი თებერვალში გაიმართება.

რაც შეეხება “გვახარიას თასის” დასკვნით შეხვედრებს, ხვალ დილის 10:00 საათზე ყაზახეთი თურქეთს დაუპირისპირდება, ხოლო 11:30 წუთზე საქართველო ჯგუფის პირველ ადგილოსან რუსეთს ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.134298