ფეხბურთი

19:39 | 24.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ძაძა "იუვენტუსს" უახლოვდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, იტალიის მოქმედი ჩემპიონი ტურინის "იუვენტუსი" ახლოსაა "სასუოლოსა" და იტალიის ეროვნული ნაკრების 23 წლის თავდამსხმელის სიმონე ძაძას შეძენასთან.

"სასუოლო" დღეს, "კალიარის" წინააღმდეგ მატჩში არწაგების შემთხვევაში თანახმაა თავისი გუნდის ლიდერი ტურინში გაასხვისოს. საქმე ისაა, რომ ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდს იტალიის ჩემპიონატში ადგილის შენარჩუნება სურს, "კალიარი" კი მისი პირდაპირი კონკურენტია.

ჯერჯერობით მოსალოდნელი ტრანსფერის სხვა დეტალები არ ხმაურდება.

სიმონე ძაძას მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი.

0.120928