ფეხბურთი

18:52 | 24.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ყენიას ზედიზედ მეორე გოლი

ქართველი შემტევი ნახევარმცველი ლევან ყენია პრაღის “სლავიას” კარგად მოერგო და ჩეხური გუნდის მაისურით უკვე მეორე მატჩია მინდორს გატანილი გოლის გარეშე არ ტოვებს. ჩეხები მეზობელ სლოვაკეთში შეკრებას გადიან და დღეს, 24 იანვარს ადგილობრივი “ჟილინა” 2:1 დაამარცხეს.

მატჩის მე-14 წუთზე მილან შკოდამ მეტოქის მეკარის შეცდომით ისარგებლა, იქვე მდგარ ყენიას უპასა და ქართველმა ფეხბურთელმაც ანგარიში გახსნა. ლევანმა აღნიშნული შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.

მიროსლავ ბერანეკის შეგირდები 21 იანვარს ჩეხურ “ტრენჩინისთან” 1:2 დამარცხდნენ, ხოლო პრაღელთაგან ერთადერთი გოლი ყენიამ 51-ე წუთზე გაიტანა.

0.115771