ფეხბურთი

18:26 | 24.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალს" გროსკროიცის შეძენა სურს

ინგლისური მედიის ინფორმაციით, ლონდონის "არსენალის" ფრანგი დამრიგებელი არსენ ვენგერი საკუთარ გუნდში გერმანული "დორტმუნდის" ნახევარმცველის კევინ გროსკროიცის გადაყვანას ლამობს.

"მეთოფეები" მზად არიან გერმანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 4 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე გაიღონ.

26 წლის გროსკროიცი "დორტმუნდში" 2009 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან ბუნდესლიგაში 15 მატჩი ჩაატარა.

0.11242