საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის “დინამო” და “ვიტ ჯორჯია” ზამთრის შესვენების პერიოდში მეორე წრისთვის მოსამზადებელ შეკრებას გადიან. კახა გოგიჩაიშვილის შეგირდები დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ამხანაგურ შეხვედრაში “ვეტერინარებს” დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით 1:0 სძლიეს.
შეხვედრის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს 43-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა უგულავას გადაცემით გაიტანა.
მიკროტრავმების გამო მატჩი გამოტოვეს პაპუნაშვილმა, შერგელაშვილმა და ჭანტურიშვილმა. სამივე ფეხბურთელმა ინდივიდუალურად ივარჯიშა.
24 იანვარი. თბილისის “დინამოს” დიღმის საწვრთნელი ბაზა.
თბილისის “დინამო” – “ვიტ ჯორჯია” 1:0
“დინამო”: ჰრდლიჩკა, ტაბატაძე, გველესიანი, ჭანტურია, ალბერტუ, ბუკორაცი, კიტეიშვილი, ჯიღაური, ჯერემია, გუგა, უგულავა.
შეცვლაზე შევიდნენ: დაუშვილი, თოთაძე, ჯაფიაშვილი, კაკაბაძე, ცინცაძე, ჯანელიძე, პარუნაშვილი, ლობჟანიძე, მიქელთაძე, ჩირგაძე.
“ვიტ ჯორჯია”: შეროზია, თათხაშვილი, ჩიტიშვილი, გეთიაშვილი, მაისურაძე, დავლაშერიძე, გახარია, დემეტრაშვილი, კურდღელაშვილი, კახაბრიშვილი, ლობჯანიძე.
შეცვლაძე შევიდნენ: ისერგიშვილი, კალანდია, მოსიძე, მაჭავარიანი, საბაძე, ხვისტანი, კალაჯიშვილი, კუხალეიშვილი.
გოლი: 1:0 კიტეიშვილი (43)
“ვიტ ჯორჯიასთვის” აღნიშნული ამხანაგური შეხვედრა მოსამზადებელი პერიოდისთვის მეოთხე გახლდათ. მანამდე “მცხეთა პარკზე” 17 იანვარს “მარკ სტარსი” (2:1) და 18 იანვარს ზაქათალას “სიმურგი” (4:1) დაამარცხეს, ხოლო გორის “დილასთან” 20 იანვარს სტუმრად 2:4 წააგეს. “ვეტერინარებს” მომდევნო ტესტ-მატჩი ბოლნისის “სიონთან” ელით
“დინამომ” პირველ სპარინგ-მატჩში პირველლიგელი სტუ 12:0 გაანადგურა. თბილისელები თურქეთში შეკრებაძე მიემგზავრებიან და 26 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით ევროპულ კლუბებთან ამხანაგურ შეხვედრებს ჩაატარებენ.