ფეხბურთი

15:16 | 24.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სამპდორია” ეტო’ოს კვირას წარადგენს

იტალიური “სამპდორიას” პრეზიდეტმა მასიმო ფერერომ აღიარა, რომ კამერუნელი ფორვარდის სამუელ ეტო’ოს ტრანსფერი უახლოეს საათებში განხორციელდება.

Sky Italia-ს ცნობით, 33 წლის თავდასხმელი უკვე იტალიაშია და ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

“მოვუწოდებ ყველა გულშემატკივარს, რომ კვირას სტადიონზე მოვიდეს. წამოიყვანეთ შვილები, მეგობრები, მოდით ოჯახებით. იქ თქვენ დიდი გაოცება გელით” - დააანონსა ფერერომ.

კვირას “სამპდორია” “პალერმოს” ეთამაშება, ეტო’ოს წარდგენა კი, მატჩის დაწყებამდე უნდა მოხდეს.

0.129533