კალათბურთი

1:13 | 24.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

დასავლელთა დამრიგებელის ვინაობაც გაირკვა

როგორც უკვე ვიუწყებოდით, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის “ყველა ვარსკვლავთა მატჩისთვის” აღმოსავლეთის გუნდს “ატლანტა ჰოუქსის” თავკაცი მაიკ ბუდენჰოლცერი დაარიგებს, დასავლელების მწვრთნელი კი “გოლდენ სტეიტ უორიორზის” წინამძღოლი სტივ კერი იქნება.

სადღეისოდ, “ჰოუქსს” და “უორიორზის” კონფერენციებში პირველობა განაღდებული აქვთ და 1 თებერვლამდე, სადამდეც საოლსტარო დედლაინია, აღარაფერი შეიცვლება. ატლანტელებს აქტივში 35 მოგება გააჩნიათ, ხოლო გოლდე სტეიტელებს – 34.

“ყველა ვარსკვლავთა მატჩი” ნიუ იორკის “მედისონ სქვერ გარდენში” 15 თებერვალს შედგება.

0.118168