სხვა

21:24 | 23.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი წყალბურთელები თურქეთთან დამარცხდნენ

თბილისის საწყლოსნო კომპლექს “ოლიმპიკში” წყალბურთში საერთაშორისო ტურნირი “გვახარიას თასი” დაიწყო. ქართველმა წყალბურთელებმა ტურნირი თურქეთის ნაკრებთან შეხვედრით დაიწყეს. მატჩი დაძაბული გამოდგა და ორივე გუნდს ჰქონდა გამარჯვების შანსი, საბოლოოდ კი სტუმრებს უფრო მეტად გაუმართლათ და მასპინძელი ნაკრების დამარცხება მოახერხეს.

შეგახსენებთ გასულ წელს ქართველმა წყალბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში მოახერხეს თურქეთის ნაკრების დამარცხება, დღეს კი თურქებმა ქართველები 3 ბურთის უპირატესობით 12:9 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრები შემდეგ მატჩს ხვალ, 18 საათსა და 30 წუთზე ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 17:00 საათზე თურქეთისა და რუსეთის შეხვედრა გაიმართება. ტურნირი 3 დღეს გასტანს და კვირას დასრულდება.

25 იანვრის მატჩების განრიგი

10:00 ყაზახეთი-თურქეთი

11:30 საქართველო-რუსეთი

0.116048