ერთ დროს წარმატებული ინგლისური კლუბი, ამჟამად ინგლისის ჩემპიოლიგის ბინადარი “ლიდს იუნაიტედი” პრეზიდენტის გარეშე დარჩა. თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება იტალიელმა მასიმო ჩელინომ დღეს მიიღო.
“სამწუხაროდ მივიღე გადაწყვეტილება გუნდის დატოვების შესახებ”, - განაცხადა ჩელინომ.
მასიმო ჩელინო “ელან როუდის” ბინადრებს ერთი წლის წინ ჩაუდგა ხელმძღვანელად, მანამდე კი იტალიური “კალიარის” მფლობელიც იყო.