იტალიური მედიის ინფორმაციით, ბრაზილიური “გრემიოს” 29 წლის შემტევი ფერნანდინიო (ლუის ფერნანდო პერეირა და სილვა) მომდევნო 6 თვის განმავლობაში “ვერონას” ღირსებას იჯარის წესით დაიცავს.
ვერონელები ბრაზილიურ კლუბს ფეხბურთელის იჯარისთვის 1 მილიონ ევროს გადაუხდიან.
ბრაზილიის გასულ ჩემპიონატში ფერნანდინიომ “გრემიოს” მაისურით მხოლოდ 13 შეხვედრა ჩაატარა და თავი ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.