ინგლისის პრემიერლიგის გასავარდნი ზონის სიახლოვეს მყოფი “ჰალ სიტი” გაძლიერებას ლონდონის “ტოტენჰემის” ნახევარმცველ აარონ ლენონით გეგმავს.
The Telegraph-ის მტკიცებით, “ვეფხვების” მთავარი მწვრთნელი სტივ ბრიუსი მზადაა მოთამაშე განათხოვრების წესით აიყვანოს, თუმცა, ლონდონელები ფეხბურთელის მხოლოდ გასხვისებას თანხმდებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის აარონის სატრანსფერო ღირებულება 7 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს და “ჰალს” “სტოკის”, “ქუინზ პარკ რეინჯერსის” და “ევერტონის” კონკურენციის დაძლევა მოუწევს.
ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 9 მატჩში ლენონმა ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.