ფეხბურთი

13:42 | 23.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

დაჩი ცნობილაძე “სიონში” ითამაშებს

20 წლის ქართველი ფეხბურთელი დაჩი ცნობილაძე სეზონის ბოლომდე ბოლნისის “სიონში” ითამაშებს. რუსთავის “მეტალურგის” ყოფილმა ფეხბურთელმა ლადო ბურდულის გუნდში პირველი ვარჯიში დღეს გამართა.

ცნობილაძემ მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი რუსთავის “მეტალურგში” გაატარა, 15 მატჩში 5 გოლი გაიტანა და ვარლამ კილასონიას გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა.

ცნობილაძე კობა ჟორჟიკაშვილის მწვრთნელობისას საქართველოს 17 წლამდე ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, თუმცა დაჩის ახალგაზრდული კარიერის საუკეთესო პერიოდი 19-წლამდე ნაკრებს უკავშირდება. 2013 წელს გია ცეცაძის 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.

0.111151