ფეხბურთი

1:27 | 23.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მერებაშვილმა გაიტანა, ლორიამ კარი “მშრალად” შეინახა

ბერძნული ოფი-ს ქართველ ლეგიონერებს კლუბისადმი გარკვეული ფინანსური პრეტენზიები კი გააჩნიათ, თუმცა, თასის მერვედფინალის პირველ მატჩში კრეტელთა მაისური მაინც მოირგეს და გუნდს დიდი სარგებელიც მოუტანეს.

ოფი-მ სტუმრად “პანთრაკიკოსი” 4:0 გაანადგურა და განმეორებით მატჩს, რომელსაც შინ 27 იანვარს ჩაატარებს, ინტერესი დაუკარგა.

გასულ შეხვედრაში ქართველები სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშა და კარი “მშრალადაც” შეინახა, გიორგი მერებაშვილი კი 75-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა, მანამდე გოლის გატანა მოახერხა.

მერებაშვილმა მასპინძელთა კარი 28-ე წუთზე დალაშქრა და ანგარიში 2:0 გახადა.

0.113743