ფეხბურთი

19:17 | 22.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ეტო’ოსთვის “სამპდორია” და “კოსმოსი” იბრძვიან

“ევერტონის” კამერუნელი ფეხბურთელის ეტო’ოს შეძენის სურვილი ამერიკულმა კლუბმა ნიუ იორკ “კოსმოსმაც” გამოთქვა. “სამპდორიას” მსგავსად აფრიკელის შესაძენად “მეიჯორ ლიგის” წარმომადგენელიც იბრძოლებს.

როგორც “სამპდორიას” სპორტულმა დირექტორმა კარლო ოსტინმა უთხრა “სკაი იტალიას,” ეტო”ოსთან მოლაპარაკებები პრაქტიკულად დასრულებულია.

“ამჟამად საუბარი კლუბთან მიმდინარეობს. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმედია, შეთანხმება შედგება”, - აღნიშნა ოსტინმა.

მიმდინარე სეზონში ეტო’ომ ინგლისის პრემიერლიგის 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა.

0.120727