ირაკლი შეყილაძემ იტალიის საფეხბურთო ლეგა პრო B-ს აუტსაიდერ “ლატინას” რიგებში პირველი გოლი გაიტანა.
“ლატინამ” ამხანაგური მატჩში “სერმონეტე” 5:0 დაამარცხა და ერთი გოლი თავის ანგარიშზე 22 წლის თავდამსხმელმა ჩაიწერა.
შეყილაძე თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო და გოლი 57-ე წუთზე გაიტანა. ქართველი ფორვარდი “ლატინაში” “ემპოლიდან” გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი 2016 წლის ივნისამდე გააფორმა.