კალათბურთი

15:42 | 22.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

აღმოსავლელებს ბუდენჰოლცერი დაარიგებს

“ატლანტა ჰოუქსის” თავკაცი მაიკ ბუდენჰოლცერი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველა ვარსკვლავთა მატჩზე აღმოსავლეთ კონფერენციის გუნდის თავკაცი იქნება.

ბუდენჰოლცერს ეს პატივი მას შემდეგ ერგო, რაც მისმა გუნდმა “ინდიანა პეისერზი” დაამარცხა და აღმოსავლეთში ბალანსი სხვებისთვის მიუწვდომელი გახადა – 35:8.

შეგახსენებთ, რომ მომავალი “ოლ სტარი” 15 თებერვალს ბრუკლინში შედგება.

0.121996