“გაგრას” მცველმა გიორგი ჯგერენაიმ, რომელიც ზაპოროჟიეს “მეტალურგში” ისინჯება, თურქულ შეკრებაზ უკრაინული საფეხბურთო კლუბის რიგებში პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა.
“მეტალურგისა” და ყაზახეთის “ოკჟეტპესის” სპარინგი 2:2 დასრულდა და 21 წლის ქართველმა მარცხენა მცველმა მოედანზე მეორე ტაიმი გაატარა.
დნეპროპეტროვსკის “დნიპრომ”, რომელის შეკრებაზე არაბეთის გაერთიანებულ საემიროებშია, შინ დაბრუნებამდე ადგილობრივ “ალ-დაფრასთან” ისპარინგა და 1:0 გაიმარჯვა. ჯაბა კანკავას “დნიპროში” არ უთამაშია.
პორტუგალიის ლიგის თასზე “ჟილ ვისენტე” სახლში “მარიტიმუსთან” 0:1 დამარცხდა. ტრავმირებულ ავთო ებრალიძე მასპინძელთა რიგებში კვლავ არ უთამაშია. “ჟილ ვისენტე” ლიგის თასზე B ჯგუფში გამოდის და ოთხ გუნდს შორის უქულოდ ბოლო ადგილზეა.
ზაქათალის “სიმურგმა”, რომელსაც გიორგი ჩიხრაძე წვრთნის, თურქეთში შეკრებაზე რუმინეთის “ასტრასთან” 0:0 ითამაშა.