ფეხბურთი

13:16 | 22.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბენატია ძირითად ჯგუფში დაბრუნდა

მაროკოს ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” მცველი მედჰი ბენატია გუნდის ძირითად ბირთვთან ერთად ვარჯიშობს. კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ზურგი აწუხებდა და იძულებული იყო ინდივიდუალური პროგრამით ევარჯიშა, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა.

“ძალიან რთული იყო მეგობრების შორიდან ყურება. მოხარული ვარ, მათთან რომ დავბრუნდი”, - განაცხადა 27 წლის ბენატიამ, რომელმაც ბუნდესლიგის 8 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.

ახლა ხოსეპ გვარდიოლას გუნდს ტრავმის გამო მხოლოდ ფილიპ ლამი, ხავი მარტინესი და ტიაგო აკლია.

0.116336