ნორვეგიელმა ყმაწვილკაცმა მარტინ ედეგორმა მადრიდის “რეალთან” კონტრაქტი გააფორმა.
“სამეფო კლუბის” ოფიციალური საიტის ცნობით, მადრიდელებმა ნორვეგიულ “სტრომგოდსეტთან” შეთანხმებას მიაღწიეს და 16 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი გააფორმეს. “გალაქტიკოსში” ედეგორის ოფიციალური წარდგენა დღეს ნაშუადღევს მოხდება.
მარტინი 15 წლისა და 253 დღის იყო, როდესაც ქვეყნის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა. მან არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა და 16 წლის დეკემბერში გახდა. მიუხედავად ამისა, “რეალის” გარდა მისი “ბაიერნს”, “მანჩესტერ იუნაიტედს”, “აიაქსს” და “დორტმუნდს” სურდათ.