მოლდოვის საფეხბურთო ნაციონალ დივიზიის ლიდერ კიშინიოვის “დაჩიასთან” ორწლიანი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, 33 წლის ფორვარდმა დავით სირაძემ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ყველაფერი ნორმალურადაა.
- “დაჩიას” მოთამაშე როგორ გახდით?
- მეგობარმა დამირეკა და “დაჩიას” ვარიანტი შემომთავაზა. მაშინვე დავთანმხდი, რადგან გუნდი პირველ ადგილზეა. მითუმეტეს, აქ ჯაბა დვალი თამაშობს. მოკლედ, “დაჩიას” დასახმარებლად ჩამოვედი.
- მოლდოვაში 2 დღის წინ ჩამოფრინდით, მაგრამ ჯერ გუნდთან ერთად ნორმალურად არ გივარჯიშია. როგორც გავიგეთ გაცივდით...
- დიახ, ცოტა ავად ვიყავი. ტემპერატურა მქონდა, ვინაიდან გავცივდი.
- ერთხელ ვარჯიში მაინც თუ მოასწარით?
- მხოლოდ ერთხელ ვივარჯიშე.
- ე.ი. ბიჭები გაიცანით?
- დიახ, გავიცანი. ყველაფერი ნორმალურადაა. ზოგიერთს აქამდეც ვიცნობდი. ფრუნზესთან ერთად ნალჩიკის “სპარტაკში” მითამაშია.
- აქამდე კიშინიოვში ყოფილხართ?
-კიშიონიოვში 2010 წელს ვიყავი, როდესაც საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მოლდოვასთან ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ. მაშინ, შეხვედრა 0:0 დასრულდა.
- ალბათ, მოლდოვის დედაქალაქი ნორმალურად არ დაგითვალიერებიათ?
- დიახ, ჯერ არ მინახავს. ქალაქში ფაქტობრივად არც გავსულვარ. ასე რომ კიშინიოვთან ნაცნობობა წინ მელის.