ჭადრაკი

1:11 | 22.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავა კარუანასთანაც დამარცხდა

ქართველი დიდოსტატი ბაადურ ჯობავა (2727) ჰოლანდიის ქალაქ ვეიკ ან ზეეში მიმდინარე პრესტიჟულ ტურნირზე წარუმატებელ თამაშს განაგრძობს.

მე-10 ტურში ჯობავა თეთრი ფიგურებით იტალიელ ფაბიანო კარუანას (2820) დაუპირისპირდა და მასთანაც მარცხი განიცადა. ბაადურს 1.5 ქულა შერჩა და 14 მონაწილეს შორის ბოლო ადგილზეა, თანაც, უახლოეს მეტოქეებს 1.5 ქულით ჩამორჩება.

ტურნირის ლიდერი ნორვეგიელი მსოფლიო ჩემპიონი მაგნუს კარლსენია (2862), რომელსაც 7.5 ქულა აქვს და უესლი სოს (აშშ, 2762) და მაქსიმ ვაშიე-ლაგრავეს (საფრანგეთი, 2757) ქულითYუსწრებს.

22 იანვარი ვეიკ ან ზეეში დასვენების დღეა, 23-ში კი მე-11 ტურის პარტიები შედგება და ჯობავა ერთადერთ ქალ მონაწილე იიფან ჰოუს (ჩინეთი, 2673) შავებით ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118275
სარეკლამო ადგილი - 99
X x X