ფეხბურთი

0:18 | 22.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მონაკომ” ბერნარდო სილვა გამოისყიდა

ახალგაზრდა პორტუგალიელი ნახევარმცველი ბერნარდო სილვა “მონაკოს” სრულფასოვანი წევრი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია “თავადების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

ბერნარდო “მონაკოში” ზაფხულიდან თამაშობს, თუმცა მისი სატრანსფერო უფლებები აქამდე ლისაბონის “ბენფიკას” ეკუთვნოდა. 20 წლის ფეხბურთელმა “თავადებთან” ხელშეკრულება 2019-წლამდე გააფორმა. ტრანსფერი 15.75 მილიონი ევრო დაჯდა.

მიმდინარე სეზონში სილვამ “მონაკოს” მაისური 21-ჯერ მოირგო და 3 გოლი გაიტანა.

0.113532