კოტ დ’ივუარის ნაკრების თავდამსხმელი ჟერვინიო აფრიკის თასის ჯგუფური ეტაპის დარჩენილ ორ შეხვედრას გამოტოვებს. ამის მიზეზი დისკვალიფიკაციაა.
ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, გვინეასთან გამართული შეხვედრის 58-ე წუთზე, ჟერვინიომ მეტოქე ფეხბურთელს სახეში ხელი განზრახ ჩაარტყა, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო. სადისციპლინო კომიტეტმა მომხდარზე იმსჯელა და კოტ დ’ივუარელთა მე-10 ნომერს 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. ეს ნიშნავს, რომ ჟერვინიო მალისთან და კამერუნთან ჯგუფში გასამართ მატჩებს გამოტოვებს.